უმაღლესი განათლება



        ბრიტანულ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამას ხელს უწყობს ჩვენი წარმატებული მუშაობაც. სწავლა ფასიანია და მხოლოდ სასწავლო კურსი, ცხოვრების ფასის გარეშე, 6000 ფუნტიდან 23000 ფუნტამდეა წელიწადში.
        ბრიტანეთის უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის მფლობელები კვლავაც ინარჩუნებენ პირველ ადგილს დამქირავებელთა ყოველწლიურ მსოფლიო გამოკითხვაში, როგორც ყველაზე სასურველი პროფესიონალები, ამიტომ მიუხედავად მაღალი ფასისა, უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი და თქვენი შვილების მომავლისათვის.
        ჩვენ დაგაკვალიანებთ სად და როგორ მოძებნოთ შესაბამისი კურსი და შეავსოთ აპლიკაციები. გაგაცნობთ უმაღლესში ჩარიცხვის პროცედურას, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხის და სადოქტორო კვლევების შესახებ.
        სრული საკონსულტაციო და უნივერსიტეტში ჩარიცხვის ხელშეწყობა ფასიანი მომსახურებაა, რადგან საკმაო დროს, ადამიანურ რესურსსა და საგანმანათლებლო სპეციფიკის კარგად ცოდნას მოითხოვს.

        მოგვმართეთ და შეიძინეთ მსოფლიო დონის კონკურენტული კვალიფიკაცია