ჩვენი სერვისი

ჩვენი მომსახურება მოიცავს თქვენს სასწავლო პროგრამასთან დაკავრშირებულ ყველა ასპექტს, როგორიცაა
ყველა კატეგორიის ენის კურსით დაინტერესებულთათვის, სკოლის მოსწავლეთა და წინა-საუნივერსიტეტო მომზადების მსურველთათვის:

 სრული ინფორმაცია კურსისა და საცხოვრებელი ვარიანტების შესახებ
 ენის ცოდნის დონის დადგენა, თქვენი სასწავლო საჭიროებისა და მიზნის გარკვევა და სასწავლო კურსზე ჩარიცხვისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაციის შემოწმება
 თქვენთვის ყველაზე შედეგიანი და ხელმისაწვდომი კონკრეტული კურსისა და საცხოვრებლის შერჩევა და დაჯავშნა
 ბრიტანეთის სასწავლებელთან მიმოწერა და სატელეფონო კონტაქტი, დასაწყისიდან კურსის დასასრულამდე (თქვენი სურვილის შესაბამისად)
 თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნა (თქვენი სურვილის და მოთხოვნისამებრ)
 სასწავლო კურსის გახანგრძლივება ან სხვა კურსზე გადასვლა-დამატება (ინგლისში სწავლის დროს)
 ამომწურავი ინფორმაცია და პროფესიონალური დაკვალიანება იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეთ ბრიტანებში უპრობლემოდ გამგზავრების, ჩასვლის და შემდგომი სწავლა-ცხოვრებისათვის.

უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე წამსვლელთათვის

 ზუსტი და უახლესი ინფორმაციის მოწოდება საუნივერსიტეტო რეიტინგებზე და თქვენთვის საინტერესო პროფესიებზე
 შესაბამისი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მოძიება და შერჩევა
 დახმარება საუნივერსიტეტო აპლიკაციების შევსებისას
 დახმარება პირადი განაცხადის და ესსეების წერაში, დაწერილის რედაქტირება ბრიტანელის მიერ – (მხოლოდ თქვენი სურვილისამებს, დამატებითი გადასახადით)
 მიმოწერა ბრიტანეთის უნივერსიტეტთან
 ამომწურავი ინფორმაცია და პროფესიონალური დაკვალიანება იმის შესახებ თუ რა უნდა იცოდეთ ბრიტანებში უპრობლემოდ გამგზავრების, ჩასვლის და შემდგომი სწავლა-ცხოვრებისათვის.
 სავიზო დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობა (დეტალები იხილეთ ქვემოთ)

ბრიტანეთის ვიზის აღების მსურველთათვის

 ჩვენ გთავაზობთ სრულ ინფორმაციის მოწოდებას საკონსულოს სავიზო მოთხოვნების შესახებ სასწავლო ვიზასთან დაკავშირებით
 დაგეხმარებით უშეცდომოთ შეავსოთ ინტერნეტ-აპლიკაცია და განგიმარტავთ გამოყენებულ ტერმინოლოგიას
 დაგეხმარებით სავიზო გასაუბრებისთვის მომზადებაში (გასაუბრების დანიშვნის შემთხვევაში)
 საკონსულოსთან გაგიწევთ წერილობით რეკომენდაციას

სასარგებლო ინფორმაცია და დოკუმენტები

გთხოვთ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ ნებისმიერი კითხვით ან რათა მოგაწოდოთ:
 სრული ჩამონათვალი იმ საბუთების და მოთხოვნების, რომელიც დაგჭირდებათ, რათა წარმატებით გაიაროთ სავიზო პროცედურა
 ჩვენი მომსახურების ტიპიური ხელშეკრულება, შესაბამისი ტარიფების მითითებით
 ხშირად დასმულ კითხვებისა და პასუხების ფურცელი, რაც დაგეხმარებათ გადაწვყიტოთ გსურთ და შეგიძლიათ თუ არა სწავლა დიდ ბრიტანეთში