სასწავლო პროგრამები

ჩვენ გთავაზობთ ბრიტანეთში არსებულ საუკეთესო პროგრამებს. ჩვენი პარტნიორი, ინგლისური ენისა თუ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები, ისევე როგორც პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები, შერჩეულია ყველაზე მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით. ჩვენ ვეცადეთ ამოგვერჩია ყველა ბიუჯეტის შესაბამისი სკოლების ნაკრები, რომელიც უზრუნველყოფენ ფასისა და ხარისხის ოპტიმალურ ვარიანტს.
იხილეთ არასრული ჩამონათვალი იმ პროგრამებისა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია განგათავსოთ:

ინგლისური ენის სკოლები

• ენის კურსები ზრდასრულთათვის (მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერი ხანგრძლივობის კურსი) 18 – 60 წლამდე
• საზაფხულო სკოლები ბავშვებისა და თინეიჯერებისათვის (ივნისიდან –აგვისტომდე 2-დან 12 კვირამდე) 6 – 18 წლამდე
• საზაფხულო სკოლები ზრდასრულთათვის (საექსკურსიო პროგრამით)
• IELTS, TOEFL, კემბრიჯის სასერთიფიკატო გამოცდებისათვის მომზადება KET, PET, FCE, CAE, CPE
• ინგლისური პროფესიონალებისათვის, სპეციალიზირებული კურსები სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, მარკეტინგი, Public Relations, სამართალი, მედიცინა, ხელოვნება და ა.შ.)
• ინგლისური ინგლისურის მასწავლებელთათვის (2 - 36 კვირამდე)

სკოლა-პანსიონები

ზოგად-საგანმანათლებლო კერძო სკოლები სთავაზობენ გარანტირებულად მაღალი დონის სწავლებას როგორც ბრიტანელებს, ასევე უცხოელებს, ნაწილობრივი ან სრული პანსიონის პროგრამით.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ არჩევანს:
• სრული ბრიტანული სასწავლო პროგრამა ბრიტანელ ბავშვებთან ერთად სკოლის მოსწავლეთათვის (6 წლის ასაკიდან, მინიმუმ 1 სემესტრის ხანგრძლივობის)
• წინა-საუნივერსიტეტო მომზადება ტიპიურ კერძო ბრიტანულ სკოლაში და საერთაშორისო სკოლებში (ხანგრძლივობა 1-დან 3-წლამდე)
• GCSE (საშუალო სკოლის საატესტატო კურსი კერძო სკოლაში)
• “A” Levels (სკოლის დამამთავრებელი აკადემიური მომზადების კურსები ბრიტანეთის, ამერიკისა თუ ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთათვის)
• IB საერთაშორისო საბაკალავრო კურხები საერთაშორისო (მრავალეთნიკური კონტინგენტი) და ტიპიურ (ძირითადად ბრიტანელი ბავშვებით დაკომპლექტებულ) კერძო სკოლებში

უმაღლესი განათლება – უნივერსიტეტები

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სისტემა კერძო სექტორია, ფასიანია და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისათვის ფიზიკურად სრულად მიწვდომადი, შესაბამისი ღირებულების გადახდის შემთხვევაში.

ბრიტანული სახლი გთავაზობთ სამივე ხარისხის პროგრამებს დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში
 ბაკალავრი
 მაგისტრი
 დოქტორი
• წინა-სამაგისტრო (Pre-Masters) მოსამზადებელი კურსებს საერთაშორისო სკოლებში (3-დან 9-თვემდე)
• აკადემიური ინგლისურის გაძლიერებულ კურსებს (ბრიტანულ უმაღლესებში მსწავლელთათვის)

ჩვენ ვამაყობთ, რომ თბილისში პირველ ადგილზე ვართ მაგისტრანტების რაოდენობით საგანმანათლებლო სააგენტოებს შორის.