საზაფხულო სკოლები



ბრიტანული სახლი გთავაზობთ ყველა იმ ტიპის საზაფხულო სკოლის კურსს, რაც კი არსებობს დიდ ბრიტანეთში, ყველა ასაკის ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის. 2-დან 8 კვირამდე ხანგრძლივობის ე.წ. “ჯუნიორ” კურსები, რომლებსაც სწავლისა და დასვენების დადგენილი პროგრამა აქვთ, გათვლილია 6–დან 18 წლამდე ბავშვებისთვის და არსებობს როგორც ოჯახში ცხოვრებით (12 წლის ზევით), ასევე რეზიდენციებში (სკოლის ტერიტორიაზე განლაგებულ საერთო საცხოვრებელში). 16 წლის ზემოთ ახალგაზრდა შეიძლება ზრდასრულების კურსზეც გაუშვათ, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებს დამოუკიდებელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, და საკვების ყიდვას. ასევე, თუ იცით, რომ მას მუდმივი ზედამხედველობა და ყურადღება არ სჭირდება. დახურული ტიპის, ელიტარული კურსები, რეზიდენციებში ცხოვრებით, რომლებიც კერძო ბრიტანული სკოლების ბაზაზე ზაფხულობით იმართება, მაღალი ფასითა და პრესტიჟულობით გამოირჩევა. ფასი ითვალისწინებს მუდმივ ყურადღებას და სხვადასხვა ტიპის სასწავლო-შემეცნებით-გასართობი აქტივობებით დატვირთულ პროგრამას. ჩვენს მიერ ყოველი სწავლის მსურველისთვის კურსის შერჩევა თქვენი, თქვენი ოჯახის და თქვენი შვილების მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით ხდება და ყველა შესაძლო ასპექტს ითვალისწინებს. ჩვენი შთამბეჭდავი სკოლების შესახებ წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გხოვთ იხილოთ ჩვენი სურათების გალერეა. მოზარდთა საზაფხულო კურსები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, კარგი სკოლების უმრავლესობა აპრილის ბოლოს ბოლომდე შევსებულია, გთხოვთ გაითვალისწინოთ და დროულად დაგვიკავშირდეთ.

მოზარდთა საზაფხულო კურსები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, კარგი სკოლების უმრავლესობა აპრილის ბოლოს ბოლომდე შევსებულია,გთხოვთ გაითვალისწინოთ და დროულად დაგვიკავშირდეთ