სად შეიძლება ვისწავლო ბრიტანეთში?
სასწავლებლად შეიძლება წახვიდეთ ბრიტანეთის ნებისმიერ ქალაქში ხარისხის აკრედიტაციის მქონე ნებისმიერ ენის სკოლაში.
რა ხანგრძლივობისაა სასწავლო კურსი?
სასწავლო კურსი შესაძლებელია გაგრძელდეს სამი კვირიდან ერთ წლამდე, შემდგომი გაგრძელებით.
სად შემიძლია გავჩერდე საცხოვრებლად?
შეგიძლიათ გაჩერდეთ სკოლის მიერ შერჩეულ ოჯახში ან სტუდენტთა საცხოვრებელ კომპლექსში, თქვენი სურვილისამებრ.
რა დრო სჭირდება სასწავლებელში ჩარიცხვის პროცედურას?
ენის სკოლაში განთავსების პროცედურას უნდა შევუდგეთ ენის კურსის დაწყებიდან მინიმუმ 4 კვირით ადრე, (ზაფხულის პერიოდში 6-8 კვირით ადრე).
რაში მექნება გადასახდელი ფული?
ფული გადასახდელი გექნებათ: ხელშეკრულება £150, მგზავრობა $650-800, სტუდენტის ვიზა 162-247 ლარი, სასწავლო კურსი კვირაში დაახლოებით £180-350, საცხოვრებელი პირობები კვირაში დაახლოებით £100-320, სკოლაში ჩარიცხვისა და საცხოვრებელის მოძებნის გადასახადი £40-90, ჯანმრთელობის დაზღვევის £10-20, უნდა გაითვალისწინოთ ქალაქში ტრანსპორტისა და დამატებითი კვების ხარჯები, დაახლოებით £50-100 კვირაში.
როგორია გადახდის მექანიზმი?
სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს საბანკო გადარიცხვის გზით, მას შემდეგ რაც თქვენს მიერ შერჩეული სკოლა გადმოგზავნის შესაბამის ანგარიშს. სასწავლო კურსის, ჩარიცხვის ხარჯებისა და საცხოვრებლის პირველი ნაწილის გადახდა ხდება წინასწარ.
რა თანხა შეიძლება დამეკარგოს ვიზის მიუღებლობის შემთხვევაში?
თქვენ დაგიბრუნდებათ სრულად თანხა გარდა ჩარიცხვის გადასახადისა. რაც შეადგენს არაუმეტეს 100 ფუნტი სტერლინგისა, ასევე დაკარგავთ სავიზო გადასახადს და ბრიტანული სახლის მომსახურების ღირებულებას 150 ფუნტ სტერლინგს. სულ მაქსიმუმ 300 ფუნტს.
სასწავლო კურსების რა არჩევანი არსებობს?
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ინგლისური ენის ზოგადი კურსი, ინტენსიური კურსი, სპეციალური ენობრივი კურსები სხვადასხვა სფეროში – ბიზნესი, მარკეტინგი, Public Relations, სამართალი, მედიცინა და ა.შ. და ასევე გაიაროთ საგამოცდო მომზადება შემდეგი საერთაშორისო სერთიფიკატების მოსაპოვებლად – FCE, CAE, TOEFL, IELTS და სხვა. შეგიძლიათ ასევე შეარჩიოთ კურსი ინგლისური მასწავლებელთათვის, კვალიფიკაციის ასამაღლებელი.
როგორია კურსის ინტენსივობა?
საათების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არაუმცირეს 20 გაკვეთილისა კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ სტუდენტის ვიზას.
რა მეთოდით მიმდინარეობს სწავლება და რა ზომისაა ჯგუფები?
სასწავლებელში გამოცხადების პირველსავე დღეს სტუდენტებს უტარდებათ დონის დასადგენი სპეციალური ტესტი და
ამის საფუძველზე ხდება მათი ჩარიცხვა შესაბამის ჯგუფში.
ჯგუფი შეიძლება იყოს სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვა ზომის, 6 დან 12 კაცამდე. შესაძლებელია ინდივიდუალური
სწავლებაც. რაც შეეხება თქვენს აკადემიურ წარმატებას, ის გარანტირებულია გამოცდილი და მაღალკვალიფიციური
მასწავლებლების, თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და მულტიმედიური სასწავლო საშუალებების კომბინაციით.
რა სახის კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება სწავლის პერიოდში?
ისტორიული ადგილების მონახულება, ექსკურსიები, პიკნიკები, ბარბეკიუ და სხვა მიზნობრივი წვეულებები ითვლება ბრიტანეთში თქვენი ვიზიტის მნიშვნელოვან მომენტად და ზოგიერთი მათგანის საფასური პროგრამითაა გათვალისწინებული.
დამხვდებიან თუ არა აეროპორტში?
აეროპორტში დაგხვდებიან და დანიშნულების ადგილამდე მიგაცილებენ თუ ამის შესახებ წინასწარ განაცხადეთ (£50-150).
მჭირდება თუ არა დაზღვევა?
აუცილებელი არ არის მაგრამ რეკომენდირებულია გქონდეთ სამგზავრო-სამედიცინო დაზღვევა, რომ დაცული აღმოჩნდეთ ავადმყოფობის ან სხვა სახის უსიამოვნების შემთსვევაში.