ბრიტანული განათლება მსოფლიოში საუკეთესოა, დაწყებითი სკოლიდან უმაღლეს სასწავლებლამდე. ბრიტანეთის სასკოლო სექტორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადად მისაწვდომი კერძო სექტორია.
არსებობს დღის სწავლების სკოლები, როდესაც ბავშვი ბრიტანეთში მცხოვრებ მშობლობთან, ან ნათესავებთან, სახლში ბრუნდება ყოველ დღე. არსებობს ნაწილობრივი პანსიონი (შაბათ-კვირას სახლში, დანარჩენი დრო სკოლაში) და სრული პანსიონი, ანუ როდესაც ბავშვი სწავლობს და ცხოვრობს სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სახლებში. მსგავსი სკოლები ელიტარულ სკოლებად ითვლება და საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენლებზეა გათვლილი, ატმოსფეროც შესაბამისია. ბავშვი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა, ყველა საცხოვრებელს საკუთარი “სახლის მეურვე” ჰყავს, სამედიცინო და ყველა საჭირო მომსახურებაც ადგილზეა. ქართველი ბავშვები წარმატებით სწავლობენ სკოლა-პანსიონებში 12 წლის ასაკიდან.
თუ გადაწყვეტთ ბავშვის სკოლა-პანსიონში გაშვებას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ ბრიტანული სასწავლო, სოციალური და კულტურული გარემოს გაცნობას და გათავისებას, საჭიროა მინიმუმ 1 წლით ადრე ადგილის დაჯავშნა. ასევე შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის გარეშე საერთაშორისო ან დიდი ქალაქების სკოლებში განთავსება. ასევე ტექნიკურად ბევრად ადვილი და მიზანშეწონილია, საჭიროების შემთხვევაში, დასაწყისისათვის საერთაშორისო სკოლაში შემოწმდეს რამდენად მზადაა ბავშვი სერიოზული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ოჯახის გარეშე ცხოვრებისათვის. საერთაშორისო სკოლებში ატმოსფერო ბევრად დემოკრატიული და ტოლერანტულია უცხოელებისადმი, სწავლის დონე კი (ჩვენს პარტნიორ სკოლებში) არ ჩამოუვარდება ბრიტანულ სკოლებს.